пятница, 15 сентября 2017 г.

პირველი შეხვედრა ბარტყებთან

დღეს თხუთმეტი სექტემბერია, სწავლის პირველი დღე. 
ჩემი სადამრიგებლო მე-5 გ კლასი, შემოვიდნენ ბარტყები
ციმციმწლა და ცნობისმოყვარე თვალებით... ღიმილიანი პირისახითა და ... უამრავი ყვავილით...  რაც მთავარია კლასში შემოიტანეს ჟრიამული, ხალისი, სითბო, სიყვარული და გაათბეს ირვლივ ყველაფერი... მინდა ეს განწყობა მთელი ცხოვრება გაჰყვეთ ამ პატარა ბარტყებს...


ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ეს ახალი სასწავლო წელი თქვენს ცხოვრებაში ყოფილიყოს კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი, საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული!
 გისურვებთ რომ ჩვენი სკოლა თქვენთვის იყოს ცოდნისა და მეგობრობის ტაძარი. წარმატებული ყოფილიყოს თქვენი ყოველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში, გაგეხარებინოთ მშობლებისა და პედაგოგების გულები. 


დღის განმავლობაში განხორციელდა უამრავი სახალისო აქტივობები.



დღის ბოლოს მოხდა მეხუთეკლასელების დალოცვა მამა ისიდორეს მიერ. ადამიანი ხომ ყოველი საქმის დაწყების წინ სთხოვს ღმერთს დალოცვას, ხელის შეწყობას. გააკეთე შენ და მე მოგყვებიო, - ამბობს უფალი. მინდა უფლის მიერ დალოცვილი იყოს მათი გადადგმული ყოველი ნაბიჯი.



სრული ფოტომასალა იხილეთ აქ

1 комментарий:

  1. უფალმა დაგლოცოთ, მშვენიერი გადაწყვეტილებაა პედაგოგის მხრიდან.

    ОтветитьУдалить

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...