სსიპ
ქ. ქუთაისის N36 საჯარო
სკოლის მასწავლებელ
ნატალია
თურქაძის
სადამრიგებლო პროგრამა
VI
გ კლასის მოსწავლეთათვის
2018 -2019 ს/ წ
დამრიგებლის ფუნქციები
(ამონარიდი
ესგ-დან)
მუხლი 6. დამრიგებელი
1.საჯარო
სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.
2.დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს
მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში,
პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი
ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს
მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ
ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა
და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები
(სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი
საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს
სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო
საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი
სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს
მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ.
დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
ვ) საჭიროების შემთხვევაში,
შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან
დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ) გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
თ) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის
აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის
ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული
მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც
აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა
თუ სხვა სახის ღონისძიებებში; მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური
განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც
სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს
ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ.
4.დამრიგებლის
მუშაობა უნდა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი
აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური,
სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის
შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება
და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში
პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება
უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები
და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად
უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის
პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან
უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო), საჯარო სამართლის იურიდიული პირის -ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის
(შემდგომში - ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.
პროგრამის
mizania ჯანსაღი, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე
პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი,
მშობლისათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა. პროგრამა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ
მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი
და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს
მას ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას, ეხმარება
მოსწავლეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების
გაცნობიერებაში.
დამრიგებლის მიერ პროგრამის
ბოლოს მისაღწევი შედეგები-ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების
იდეალების მიღწევა, მასზე ორიენტირება
კლასთან მუშაობის ფორმები:
საუბრები, დისკუსიები, ვიქტორინები, ექსკურსიები, ლაშქრობები, ღონისძიებები, ცნობილ
ადამიანებთან შეხვედრები
სადამრიგებლო საათის მიმართულებები:
1. პიროვნული და მორალური
განვითარება
პიროვნული
და ჯგუფის შიგნით ურთიერთობების დადგენა, მათი გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით;
მოსწავლეთა ინტერესთა გამოკვეთა და ინტელექტის ტიპის დადგენა(გარდნერის მიხედვით)
მორალური
განვითარების დონის განსაზღვრა(კოლბერგის მიხედვით);
ტოლერანტობის,
მოქალაქეობრივი შეგნების, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბება;
2. გარემოს დაცვითი კულტურა
და ცხოვრების ჯანსაღი წესი
ცხოვრების
ჯანსაღი წესისა და გარემოს დაცვისთვის ზრუნვის
გამომუშავება;
მოქალაქეობრივი
შეგნების ამაღლება;
3. უსაფრთხოება და პატრიოტული
სულისკვეთების გამომუშავება:
საკუთარი ქვეყნის ისტორიისა
და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, მათ მიმართ პატრიოტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
4. ინტელექტუალური და ესთეტიკური
განვითარება;
ხელოვნების ინტელექტუალური
და ესთეტიკური მნიშვნელობის წარმოჩენა, ემოციური ინტელექტის განვითარება;
საჭირო რესურსი: მოსწავლეთა
ეთიკის კოდექსი, სკოლის შინაგანაწესი, ეროვნული სასწავლო გეგმა, კლასგარეშე საბავშვო
მწერლობის ნიმუშები შერჩევით, ანიმაციური ფილმები, ქართული თუ უცხოური ფილმები, კომპიუტერი,
პროექტორი;
შესასრულებელი საკითხები
|
აქტივობები
|
დრო
|
შენიშვნა
|
სკოლის შინგანა -წესის,
მოსწავლეთა ქცევის კოდექსის,ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეების გაცნობა
|
·
კრების მოწვევა
·
მოსწავლეებისა და მშობლები-
სათვის სკოლის შინაგანაწესისა და სასწავლო
პროცესის წარმართვის სტრატეგიების გაცნობა სიახლეების გაცნობა
·
ქცევის კოდექსის ერთობლივი შემუშავება
|
სექტემბერი
|
|
სასწავლო გარემოს მოწესრიგება
|
·
მოსწავლეებთან ერთად დაწესდება მორიგეობის სია და გამოიკვრება კედელზე
·
გამოიკვრება გაკვეთილების
ცხრილი
·
გადანაწილება ფუქციების თითოეულ მოსწავლეზე
·
კლასში და სკოლაში სანიტარულ- ჰიგიენური წესების დაცვა, სასკოლო ინვენტარის
მოვლა
|
სექტემბერი
|
|
მოსწავლეთა დოკუმენტაციის მოწესრიგება და საკლასო ჟურნალის წარმოება.
|
·
მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება
·
სადამრიგებლო ჟურნალის წარმოება
·
თვალყურის დევნება მოსწავლეთა
გამოცხადებაზე, დაგვიანებით მოსვლასა და
უმიზეზოდ გაცდენებზე
|
სისტემატურად
|
|
თითოეული მოსწავლის ფსიქოლოგიური დაკვირვების დღიურის შექმნა.
(იხ. დანართი)
|
·
ერთობლივი მუშაობის დაგეგმვა სხვა საგნების მასწავლებლებ- თან.
·
თითოეული მოსწავლის ყოველმხრივი შესწავლა: მათი ინტერესების, მოთხოვნილებების
და მიდრეკილებების გამოვლენა
·
ინფორმაციის შეგროვება და ჩანაწერების გაკეთება
·
სისტემატიური დაკვირვება მათ ცოდნაზე, უნარ-ჩვევებსა და ქცევაზე.
|
სისტემატურად
|
|
სადამრიგებლო
საათი
|
·
სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში 4-ჯერ
·
განსაკუთრებული ყურადღების დათმობა 4 მიმართულებით: თვალსაწიერის გაფართოება,
უსაფრთხოების დაცვა, წიგნიერება და ეროვნულ-პატრიოტული აღზრდა. ასევე კითხვის ტექნიკისა
და წიგნიერების დონის ამაღლების მიმართულებით.
სავარაუდო თემები:
სექტემბერი
1.ახალი 2018–2019 სასწავლო
წლის მილოცვა. საუბარი საორგანიზაციო
საკითხებთან დაკავშირებით. გაკვეთილების
ცხრილის გაცნობა. მოსწავლეთა ქცევის
კოდექსის გახსენება. კლასში გადმოსულ
ახალ მოსწავლეთა გაცნობა, საუბარი კლასის, სკოლის პრიორიტეტების შესახებ.
2.მშობელთა კრების მოწვევა
და მათი შეხვედრა საგნის მასწავლებლებთან. შეფასების კომპონენტთა გაცნობა.
3.სადამრიგებლო საათი. თემაზე: ჩვენი უფლებები და მოვალეობები. რა გვეხმარება და რა გვიშლის ხელს ვალდებულებების
შესრულებაში ?
4.სადამრიგებლო საათი. თემა: ჩვენი უნარები და შესაძლებლობები.რას ნიშნავს იყო
წარმატებული ?
ოქტომბერი
1. საუბარი
გაკვეთილებზე დასწრება– დაგვიანების შესახებ. მოსწავლეთა ფორმით გამოცხადების შესახებ.საუბარი დისციპლინის
დაცვასთან დაკავშირებით.
2.მიმდინარე აკადემიური მოსწრების ანალიზი.
3.სადამრიგებლო საათი. თემაზე: წაკითხული წიგნები. (ზოგადად წიგნის მნიშვნელობა)
4.სადამრიგებლო საათი. თემაზე: თამბაქოს მავნე ზეგავლენა. რა ზიანი მოაქვს მავნე ჩვევებს ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ნოემბერი
1.სადამრიგებლო საათი. თემაზე: სტიქიური მოვლენები. მათი უარყოფითი შედეგები. თავდაცვის მექანიზმები.
2.სადამრიგებლო საათი. თემაზე: კლიმატის ცვლილება. (გლობალური დათბობა) გამომწვევი მიზეზები და შედეგები.
3.სადამრიგებლო საათი. თემაზე: საკუთარი თავის და სხვა ადამიანთა პატივისცემა.
4.სადამრიგებლო საათი. თემაზე: ჩემი მომავალი პროფესია.
დეკემბერი
1.სადამრიგებლო საათი. თემაზე: საქართველოს დაცული ტერიტორიები
2.სადამრიგებლო საათი. თემაზე: ოჯახური ძალადობა.
3.სადამრიგებლო საათი. თემაზე: ურთიერთობები მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს შორის.
4.სადამრიგებლო საათი. თემაზე: რა არის სიყვარული? რაში გვეხმარება ის.
თებერვალი
1.სადამრიგებლო საათი. თემაზე: იუმორი ჩვენს ცხოვრებაში ?
2.სადამრიგებლო საათი.თემაზე:გართობის საშუალებები. რით და სად ვერთობით ?
3.სადამრიგებლო საათი.თემაზე: კომპლექსები.რა არის სიმორცხვე და რაში გვიშლისის
ის ხელს
?
4.სადამრიგებლო საათი. თემაზე: პატიების უნარის მნიშვნელობა ყრთიერთობაში.
მარტი
1.სადამრიგებლო საათი. თემაზე: 3 მარტი
-დედის დღე
2.სადამრიგებლო საათი. თემაზე: როგორ
ვემზადებით შემაჯამებელი წერისათვის?
3.სადამრიგებლო საათი. თემაზე : ტრეფიკინგი
4.სადამრიგებლო საათი.თემაზე:საქართველოს გამოჩენილი
ადამიანები და მათი ღვაწლი?
აპრილი
1.სადამრიგებლო საათი. თემაზე:მეგობრობა.როგორი უნდა
იყოს ჩემი მეგობარი?
2.სადამრიგებლო საათი. თემაზე: 9 აპრილი - ჩვენი ტკივილი
3.სადამრიგებლო საათი. თემაზე:საქართველოს ისტორიული
და კულტურული მემკვიდრეობა
4.სადამრიგებლო საათი. თემაზე: ჯანსაღი ცხოვრების წესი,რას გულისხმობს ეს ?
მაისი
1.სადამრიგებლო საათი. თემა: ადამიანთა შორის მსგავსება და განსხვავება.მათი დადებითი
და უარყოფითი მხარეები?
2.სადამრიგებლო საათი. თემა: ადამიანების დახმარება როგორ ვეხმარებით სხვებს. როგორ გვეხმარებიან ისინი?
3.სადამრიგებლო საათი. თემა:სირთულეების დაძლევის
გზები. კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები. მათი მოგვარება.
4.სადამრიგებლო საათი . თემა: 26 მაისის მნიშვნელობა
ქართველი ხალხისთვის
ივნისი
1.სადამრიგებლო საათი. თემა: სად ვისურვებლი ექსკურსიაზე
წასვლას? და რატომ?
2.სადამრიგებლო საათი.თემა: როგორ გავატარებ საზაფხულო
არდადეგებს?
·
უკუკავშირი მოსწავლეებისაგან
·
სადამრიგებლო საათებმა დახმარება უნდა გაუწიოს მოსწავლეებს ზოგადი ეროვნული
მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების
განვითარებაში.
|
კვირაში ერთხელ
|
|
მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრე-ბაში
|
·
მშობელთა ჩართულობის ხარისხის ამაღლება სასწავლო პროცესში.
·
მშობლებთან საკომუნიკაციოდ სხვდასხვა ხერხის: წერილობითი, ვერბალური,
ინტერნეტი, ელ.ფოსტა გამოყენება მშობლებთან
·
მშობელთა დროულად ინფორმირებულობა მოსწავ- ლის როგორც უარყოფითი შე- ფასებისას
ასევე წარმატების შემთხვევაშიც.
მშობელთა კრებები
·
მშობელთა კრების მოწვევა სემესტრში 2-ჯერ
·
მათი მოსაზრებებისა და რჩევების გათვალისწინება სასწავლო პროცესში
·
საკლასო და არასასკოლო ღონისძიებების დაგეგმვა- ორგანიზებაში მშობელთა
მონაწილეობა
|
საჭიროებისამებრ
|
|
საკლასო ღონისძიებები და ექსკურსიები
|
·
მოსწავლეებში შემეცნებითი, ესთეტიკური, სოციალური უნარების გასავითრებლად სხვადასხვა ზეიმების, ლაშქრო -ბებისა და ექსკურსიების მოწყობაში მშობელთა მონაწილეობა
·
ჩასატარებელი ღონისძიებები:
·
მასწავლებელი- ,,ცოდნის დედაა’’
·
ექსკურსია- ,,ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - ქუთაისის მშვენება’’ ქუთაისის
მუზეუმები
·
საახალწლო ზეიმი
·
,,დედავ- შენი თვალებით ვხედავ სამყაროს’’
·
,,სამშობლო ჩემი გულის
ფეთქვაა’’
·
ექსკურსია ,,მცხეთა - მეორე იერუსალიმი’’
|
ოქტომბერი
ოქტომბერი
დეკემბერი
მარტი
აპრილი
ივნისი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий