სამი კვირის განმავლობაში მოსწავლეები მუშაობდნენ თემის ირგვლივ: მოიძიეს მასალები, მოუსმინეს გია ყანჩელის მელოდიას, კიდევ ერთხელ ნახეს ფილმები მისი მუსიკის გაფორმებით, გაეცვნენ ლიტერატურას, მის ბიოგრაფიას, სხვადასხვა გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი ადამიანების მოსაზრებებს მისი შემოქმედების შესახებ.
ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა შექმნა დიდი მაესტროს პორტრეტი, სადაც გამოხატა მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა.
დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა შეაჯამეს პროექტი და მოხდა პრეზენტაციის წარდგენა, სადაც ბავშვებმა ისაუბრეს გია ყანჩელის შემოქმედებაზე, მის ღვაწლზე. სიყვარულით გავიხსენეთ ფილმები და სპეტქაკლები მისი მუსიკის გაფორმებით. ვისაუბრეთ მისი ბავშვობისა და სტუდენტობის წლებზე. აღვნიშნეთ, თითოეული ქართველისთვის თუ როგორ საყვარელი და საამაყო, უზენაესი საკაცობრიო ფასეულობებითა და ადამიანისადმი სიყვარულით შექმნილია მისი შემოქმედება.
პედაგოგმა მოსწავლეებს სიურპრიზად შესთავაზა ქვიზი სახელწოდებით: „შეამოწმე, როგორ გესმის ყანჩელის“, მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ მოსმენილი მუსიკის სახელწოდეები. აქტივობა წარმატებით განხორციელდა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ „ის აქ არის“ და მისი მუსიკა ჭეშმარიტად გაუძლებს დროს.
დასასრულს მოსწავლეებს გმადლობა გადაუხადა სკოლის დირექციამ, უსურვა მათ წარმატებები და გია ყანჩელის მთავარი სათქმელის გათავისება: უსმინეთ მუსიკას და აღიქვით ის, როგორც მცდელობა სიბნელისაგან თავის დაღწევისა და სინათლისაკენ სწრაფვისა.
ამ ბლოგზე მოვხვდი სრულიად შემთხვევით და ვარ გაოცებული. უამრავი საინტერესო აქტივობა, რომელიც გათვლილია მოსწავლის ასაკზე და შესაძლებლობაზე. ძალიან ღირსეული დამრიგებელი გყავთ ბავშვებო. მომწონს ქალბატონი ნატალიას მუშაობა და შემართება. დაგლოცოთ უფალმა თქვენ და თქვენი მოსწავლეები.
ОтветитьУдалитьThe 7 Best Ways to Play Online in Your State (And Over
ОтветитьУдалитьOnline casinos have proven to be the 인카지노 safest, most fun 바카라 and most enjoyable way to play. While not all งานออนไลน์ online casino sites offer the same game