პროექცია (projection ლათ. – გარეთ გადატანა) – არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც მიეკუთვნება თავდაცვით მექანიზმებს. იგი გულისხმობს საკუთარი აზრების, ემოციების, მოთხოვნილებების, მდგომარეობის გადატანას, ანუ მიკუთვნებულობას სხვა ადამიანზე ან საგანზე.
სხვადასხვა ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური ტერმინები შეიძლება გვეუცხოვოს ხოლმე, თუმცა რეალურად ყველაფერი ეს ვიცით. ჩვენშია, ჩვენზეა და როდესაც ჩავუღმავდებით საკითხს თუ რას გამოხატავს მაგალითად სიტყვა “პროექცია”,
მივხვდებით რომ ჩვენთან ძალიან ახლოს ყოფილა და საკმაოდ ნაცნობი მოვლენაცაა. ანუ მოკლედ და გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ეს არის დავეხმარო საკუთარ
თავს დადებითი და უარყოფითი თვისებების დანახვაში.
როცა "სარკის მეთოდის" შესახებ გავიგე გადავწყვიტე ეს მეთოდი ჩემს სადამრიგებლო მე-6ა კლასში გამომეყენებინა. წინასწარ ვისაუბრეთ ჩვენ მიზნებზე, ქცევებზე,
ქმედებებზე, რა მოგვწონს და რა
გვაღიზიანებს, რას შევცვლიდი და რას დავიტოვებდი...
ამის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე ფურცელზე ჩამოეწერათ ხუთი პიროვნება
(ოჯახის წევრები, მეგობრები) სახელი და გვერდით მიეწერათ მათი ის თვისებები რაც მოსწონთ
და არ მოსწონთ.
მუშაობა წარიმართა წყნარად, დაკვირვებულად. ყველას აინტერესებდათ ვისზე წერდნენ მეგობრები,
იყვნენ თუ არა მეგობრების ჩამონათვალში თავად. მუშაობის დასასრულს ეგონათ თუ
წავიკითხავდით ნამუშევრებს და გავშიფრავდით თითოეულ თვისებას, მაგრამ უფრო დაინტერესდნენ, როცა
გადავედით იმ პუნქტზე, სადაც თავიანთ
ჩამონათვალში საკუთარი თავის ამოცნობა გახდა საჭირო. ყველა ჩამოთვლილი თვისებები მეტ-ნაკლებად გვახასიათებს ჩვენ, ისე ვერ შევამჩნევთ და ვერ გავამახვილებთ ყურადღებას იმ თვისებებზე რაც ჩვენ არ გვახასიათებს. ზოგი თვისება მძაფრადაა ჩვენში, ზოგი-უმნიშვნელოდ, ზოგი კი სათანადოდაა შეფუთული და ვმალავთ...
ჩვენ ჩვენი ხასიათის და თვისებების აღმოჩენას ვახდენთ ოჯახის წევრებში, მეგობრებში, წიგნების და ფილმების პერსონაჟებში, უცნობებში და ნაცნობებში, რეალურ და გამოგონილ პერსონაჟებში. ეს ავტომატური პროცესია მანამ, სანამ ამის გაცნობიერებას დაიწყებ და დაიწყებ გარჩევას შენივე თვისებებს ხედავ თუ, რეალურად იმ პიროვნებას ვისთანაც ურთიერთობ.
ჩვენ ყველა სხვა ადამიანებში ვხედავთ ხშირად ცუდს, მაგრამ საკუთარზე თვალს ვხუჭავთ. ვხედავთ არანაკლებ საზიანოდ ბევრ კარგსაც. ალბათ გახსოვთ
გამოთქმა „მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და მე გეტყვი ვინ ხარ შენ!“
ჩემი ბარტყები (ასე ვეძახი მოსწავლეებს) მიხვდნენ, რომ ახლობლების დახასიათებით მათ თავისი თავი დავახასიათებინე. როცა ისინი უარყოფით თუ დადებით თვისებებს აანალიზებდნენ ღიმილით ადასტურებდნენ, რომ იგივე თვისებების მატარებლები არიან თავადაც. მართალია, საკუთარ თავზე ცუდის მოსმენა უსიამოვნოა, მაგრამ როცა სხვის დახასიათებაში საკუთარს ამოიცნობ უფრო დამაფიქრებელია და ცდილობ ის თვისება გამოასწორო.
ჩემო ბარტყებო, გისურვებთ თქვენი ცხოვრება კონფლიქტებისა და დაძაბულობების გარეშე წარმართულიყოს.
შესანიშნავია, ძალიან მომწონს . წარმატებები პედაგოგს და მოსწავლეებს.
ОтветитьУдалитьწარმატებები ნატალია.
ОтветитьУдалитьძალიან კარგია. მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ. მადლობა.
ОтветитьУдалить