понедельник, 25 сентября 2017 г.

პატარა მხატვარი - ნიკოლოზ ტყეშელაშვილი


2017-2018 სასწავლო წლიდან ვარ მე-5გ კლასის დამრიგებელი. მოგეხსენებათ, რომ  ეს პერიოდი განსაკუთრებულაად რთული ასაკია მოზარდებისათვის. ყოველივე ამის გათვასლისწინებით, წლის დასაწყისში გავეცანი ყველა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას, მათ დისციპლინარულ დახასიათებასა და პიროვნული თვისებებს. 

აღმოვაჩინე,  რომ ჩემს მოსწავლეებს შორის იყო ისეთი მოსწავლე, რომელსაც ძალიან უყვარს ხატვა. ეს ბიჭი ნიკოლოზ ტყეშელაშვილია. რადგან ვიცით, რომ სწავლის მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს და სწორედ, მასწავლებელზე და არა ცალკეულ დისციპლინაზეა დამოკიდებული მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხი, გადავწყვიტე მისთვის სკოლის ფოიეში მომეწყო პერსონალური გამოფენა. ეს ჩანაფიქრი განვახორციელე და ნიკოლოზ ტყეშელაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო სკოლის მე-2 სართულის ფოიეში. ეს იყო მისთვის მოულოდნელი სიურპრიზი. 

Комментариев нет:

Отправить комментарий

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...