понедельник, 1 июня 2020 г.

გიყვარდეს, არ ნიშნავს ერთმანეთის ყურებას, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით...

დღევანდელ ცხოვრებაში ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლე ფლობდეს შემოქმედებით  უნარებს,  შეეძლოს კრიტიკული აზროვნება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება.  ფსიქოლოგების განმარტებით შემოქმედებითი უნარების განვითარების აუცილებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ადამიანის უნარი, ააგოს თავისი სამყარო, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება(სიტყვით, ხატვით, მუსიკით, საქმიანობით...) და წარმოაჩინოს თავისი თავი ამ  სამყაროში. სწორედ ამიტომ ამ უნარის განვითარებას სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

ამბობენ, რომ  შემოქმედ მასწავლებელს ჰყავს შემოქმედებითი უნარის მქონე მოსწავლეებიო. თავი დიდ შემოქმედად არ მიმაჩნია, თუმცა მიყვარს სიახლეების ძიება და მათი დანერგვა ჩემს მოსწავლეებში. ეგზიუპერი ამბობდა- გიყვარდეს, არ ნიშნავს ერთმანეთის ყურებას, არამედ ხედვას ერთი მიმართულებითო. მგონი ჩვენ ერთმანეთსაც კარგად ვხედავთ და ერთი მიმართულებითაც ვიხედებით :) :)  
პანდემიის პერიოდში მოსწავლეებთან გამუდმებით მაქვს ურთიერთობა და ერთხელაც როცა ვთხოვე ჩემთვის მასალები მოეწოდებინათ თუ რითი გაჰყავდათ დრო და როგორ ერთობოდნენ, შედეგად ჩემი ბარტყებისგან მივიღე საოცარი ნამუშევრები, რომელმაც გამაოცა. მეგონა ყველა მათგანს კარგად ვიცნობდი, მათი შესაძლებლობებიც შესწავლილი მქონდა, მაგრამ შევცდი, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა...
   დღეს მინდა ჩემი ნარჩიტა გოგო გაგაცნოთ, ეს ნათია გაბუნიაა. სწავლობს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასში. მორიდებული, წყნარი, უპრეტენზიო, თბილი და კეთილი პატარა ნარჩიტაა. (მეც და მასაც უყვარს როცა მოფერებით ასე მივმართავ). 
 დღეს მინდა ნათიას შექმნილი ნახატები წარმოგიდგინოთ. ამ პატარა ნარჩიტას ნამუშევრები კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ზოგჯერ პანდემიასაც აქვს გამართლება.    




ნათიას არის ძალიან მეგობრული და მათ მიმართ მოსიყვარულე. აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. უყვარს ცეკვა და სურს მას პროფესიონალურლ დონეზე დაეუფლოს. 



წარმატებული ცხოვრება მინდა გისურვო ჩემო პარატა ნარჩიტავ. <3


Комментариев нет:

Отправить комментарий

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...