понедельник, 1 июня 2020 г.

თითის ანაბეჭდივით ნიჭიც მრავალფეროვანია...

ნიჭი ისეთივე უნიკალური და ინდივიდუალურია როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი, ამიტომ ნიჭის იმდენივეა რამდენი ადამიანიც არსებობს. პანდემიამ ჩემი საყვარელი მოსწავლეების ნიჭის აღმოჩენაზე დადებითად იმოქმედა. ხომ გაგიგონიათზოგი ჭირი მარგებელიაო“. აი, ჩემ ლიზიკოც მუშაობს სახლის პირობებში და  ნამუშევრებიც დაუგროვდა. იგი მანამდედაც ხატავდა და ძერწავდა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ასე აქტიურად ამ შემოქმედებაში ჩასაძირად არ ეცალა. ახლა კი თავად ნახეთ რა საოცრებებს ძერწავს ჩემი პატარა გოგოს ნაზი თითები <3

ლიზი ბასილაძე სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. მოწესრიგებული, ნიჭიერი, ჭკვიანი და თბილი გოგონაა. არის მეგობრული და მოსიყვარულე...




პლასტელინის დამზადებაც ინტერნეტის საშუალებით ისწავლა  და ახლა თავადაც ამზადებს, რადგან უამრავი ჩანაფიქრი აქვს...



პანდემიისას დეფიციტში მყოფი მონატრებული კერძებისა და სუსნავების გამოძერწვაში ცდილობს გაიყვანოს დრო. მათ მიმართ სიყვარული მის ნამუშევრებშიც იგრძნობა.




ლიზიკო ხატავს და ცდილობს უფრო მეტად ჩაწვდეს ხელოვნების სიდიადეს... ფურცლებიდან კედლების მოხატვასაც ცდილობს <3



ლიზის უყვარს ცეკვა და ერთი სული აქვს მის მეგობრებთან ერთად გააგრძელოს ქართული ცეკვის გაკვეთილები.


ლიზის აინტერესებს კითხვა, მისი საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძეა, ამიტომაცაა მწერლის მსგავსად მზის გულის ადამიანი. თბილი, მოსიყვარულე, კეთილი, ციმციმელა... მე მას ნიბლიას ვეძახი რადგან გაზაფხულის პირველი მახარობელივით სულ პოზიტივს და სიკეთეს გასცემს. ბედნიერება ჩემ ნიბლიას და ულევი წარმატება <3

1 комментарий:

  1. უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ ჩემო დახატულო <3

    ОтветитьУдалить

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...