пятница, 29 мая 2020 г.

მოსწავლის სიყვარული უხილავია და არ იზომება

მოსწავლის სიყვარული უხილავია და არ იზომება... პანდემიის დროს ეს სიყვარული უფრო გამძაფრდა და ყველა, მოსწავლეც და მასწავლებელიც, ვცდილობდით მეტი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, მოგვესიყვარულებინა, გვენუგეშა და გვეზრუნა ერთმანეთზე. დღეს მინდა კიდევ ერთი ჩემი უნიჭიერესი მოსწავლე გაგაცნოთ,  იგი ნიკოლოზ ტყეშელაშვილია. 

ნიკა არის ზრდილობიანი, კარგი ოჯახიშვილი, იცის როგორ მიმართოს ადამიანს, უყვარს მეგობრები და რაც მთავარია ეთაყვანება საქართველოსიგი მოაზროვნე ბიჭია: ფიქრობს, განიცდის, ეძებს სიახლეებს და ყოველთვის ცდილობს ამ სიახლეებით ახალ ცოდნას დაეუფლოს.


ნიკოლოზ ტყეშელაშვილი სწავლობს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7 კლასშიუყვარს ხელოვნება  და თავისუფალ დროს ხშირად იძირება მის საყვარელ საქმიანობაში. ძალიან უყვარს ხატვასიახლეების ძიების პროცესში რობოტების აწყობითაც დაინტერესდა. პლასტმასის ფერადი კუბიკებით ხშიად აწყობს სხვადასხვა რობოტებსა თუ ავტომობილებს. ამბობს რომ მუშაობის პროცესი საინტერესოა, რაც ზრდის კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას






უყვარს ჭადრაკი და დაიკო ნინოს ხშირად ეპაექრება. პანდემიის დროს ოჯახში ტურნირებიც იმართება. 


ნიკას ძალიან უყვარს ხალხური მუსიკა და ოცნებობს მალე დაუბრუნდეს ანსამბლ "გენთან" არსებულ ქართული ხალხური სიმღერების სტუდიას. ენატრება პედაგოგ ლევან გოგოლაძის (ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი) თბილი და მშვიდი გაკვეთილები.



ვუსურვებ ნიკას ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. 

1 комментарий:

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...