პანდემიის გამო
ბავშვებს უკვე
რა ხანია
სახლებში ყოფნა
უწევთ. მკაცრმა საკარანტინო წესებმა ნაწილზე დადებითად იმოქმედა და მიძინებული ან ჯერ არ აღმოჩენილი ნიჭის
გამოაშკარავებას შეუწყო ხელი. ასეთი ნიჭი აღმოვაჩინეთ
საბა ახვლედიანშიც. საბა ერთი წყნარი, მეგობრული
და საოცრად თბილი ბიჭია. სწავლობს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7 ბ კლასში.
აფასებს მეგობრობას და თანადგომას, აქვს კეთილი გული და ცდილობს ყველას დაეხმაროს.
ხატვით დაინტერესება პანდემიის დროს უფრო შეამჩნია, ამიტომ პროცესის უკეთ გასაცნობად ხშირად სტუმრობს youtube-ზე მრავალ სასწავლო ვიდეოს, რომლის შედეგად ნამუშევრების რაოდენობაც გაიზარდა. ხატვა ეხმარება
საბას აღმოაჩინოს
და შექმნას ბედნიერება, სიხარული. იგი ამბობს: "ხატვის დროს განვიცდი სიხარულს და თვითკმაყოფილებას,
თუმცა სრულ კმაყოფილებამდე სასწავლი ძალიან ბევრი მაქვს."
ვუსურვებთ საბას წარმატებულ მომავალს, ოცნებების ასრულებას და მიზნის მიღწევას.
წარმატებები და ულევი ბედნიერება ჩემო საყვარელო <3
ОтветитьУдалитьქალბატონო ნატალია, თქვენ არა მარტო ისტ–ის საუკეთესო პედაგოგი ხართ, თქვენ მისაბაძი აღმზრდელი საუკეთესო ადამიანი ბრძანდებით
ОтветитьУдалитьდიდი მადლობა ქალბატონო ნარგიზა. დაგვილოცოს უფალმა ჩვენი მომავალი თაობა <3
Удалить