ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი.
ამბობენ, ჭადრაკი ცვლის ადამიანის ხასიათს. ცელქი ბავშვი დინჯი და სერიოზული ხდება. ამ მოსაზრების დამადასტურებლად წარმოგიდგენთ ჩემი "დინჯი" ბავშვების მე-6ბ კლასის მოსწავლეთა ფოტოებს. <3




ჭადრაკის სამყარო იდუმალებით მოცული და ინტერესის აღმძვრელია. მას შეუძლია ესთეტიკური ზემოქმედება მოახდინოს ადამიანებზე, გააღვიძოს მათში ემოციებისა და გრძნობების მთელი პალიტრა, სულიერად აამაღლოს ისინი. ეს ბრძბული თამაში გვასწავლის მოწინააღმდეგის პატივისცემას, დამოუკიდებლობას, ობიექტურობას და სიბეჯითეს.
...ხო და მწამს რომ ჩემი ბარტყები სწორედ ჭადრაკის წყალობით გახდებიან კიდევ უფრო ყურადღებიანები, დინჯები, ობიექტურები, დამოუკიდებლები, ბეჯითები და წარმატებულები...


Комментариев нет:
Отправить комментарий