вторник, 3 октября 2017 г.

ცხოვრების ჯანსაღი წესი და მოძრაობის წესები

გაცნობითი, საინფორმაციო შეხვედრა მე-5გ კლასის მოსწავლეებთან. ბავშვებმა გააცნეს სკოლის მანდატურს -ომარ ზვიადაზეს თავიანთი თავი. მოსწავლეებმა კი მიიღეს ინფორმაცია, თუ რა ფუნქცია-მოვალებები აქვს მანდატურს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რას ნიშნავს იყო მანდატური , რა შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ მათ და რა სახის დახმარებას აღმოუჩენენ ისინი. ასევე ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მოძრაობის წესებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე...


понедельник, 25 сентября 2017 г.

პატარა მხატვარი - ნიკოლოზ ტყეშელაშვილი


2017-2018 სასწავლო წლიდან ვარ მე-5გ კლასის დამრიგებელი. მოგეხსენებათ, რომ  ეს პერიოდი განსაკუთრებულაად რთული ასაკია მოზარდებისათვის. ყოველივე ამის გათვასლისწინებით, წლის დასაწყისში გავეცანი ყველა მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას, მათ დისციპლინარულ დახასიათებასა და პიროვნული თვისებებს. 

აღმოვაჩინე,  რომ ჩემს მოსწავლეებს შორის იყო ისეთი მოსწავლე, რომელსაც ძალიან უყვარს ხატვა. ეს ბიჭი ნიკოლოზ ტყეშელაშვილია. რადგან ვიცით, რომ სწავლის მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს და სწორედ, მასწავლებელზე და არა ცალკეულ დისციპლინაზეა დამოკიდებული მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხი, გადავწყვიტე მისთვის სკოლის ფოიეში მომეწყო პერსონალური გამოფენა. ეს ჩანაფიქრი განვახორციელე და ნიკოლოზ ტყეშელაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო სკოლის მე-2 სართულის ფოიეში. ეს იყო მისთვის მოულოდნელი სიურპრიზი. 

пятница, 15 сентября 2017 г.

პირველი შეხვედრა ბარტყებთან

დღეს თხუთმეტი სექტემბერია, სწავლის პირველი დღე. 
ჩემი სადამრიგებლო მე-5 გ კლასი, შემოვიდნენ ბარტყები
ციმციმწლა და ცნობისმოყვარე თვალებით... ღიმილიანი პირისახითა და ... უამრავი ყვავილით...  რაც მთავარია კლასში შემოიტანეს ჟრიამული, ხალისი, სითბო, სიყვარული და გაათბეს ირვლივ ყველაფერი... მინდა ეს განწყობა მთელი ცხოვრება გაჰყვეთ ამ პატარა ბარტყებს...


ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ეს ახალი სასწავლო წელი თქვენს ცხოვრებაში ყოფილიყოს კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი, საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული!
 გისურვებთ რომ ჩვენი სკოლა თქვენთვის იყოს ცოდნისა და მეგობრობის ტაძარი. წარმატებული ყოფილიყოს თქვენი ყოველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში, გაგეხარებინოთ მშობლებისა და პედაგოგების გულები. 


დღის განმავლობაში განხორციელდა უამრავი სახალისო აქტივობები.



დღის ბოლოს მოხდა მეხუთეკლასელების დალოცვა მამა ისიდორეს მიერ. ადამიანი ხომ ყოველი საქმის დაწყების წინ სთხოვს ღმერთს დალოცვას, ხელის შეწყობას. გააკეთე შენ და მე მოგყვებიო, - ამბობს უფალი. მინდა უფლის მიერ დალოცვილი იყოს მათი გადადგმული ყოველი ნაბიჯი.



სრული ფოტომასალა იხილეთ აქ

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...