ზრდასრულებისგან განსხვავებით მოზარდები ყველაფერს ემოციურად ბევრად უფრო მძაფრად აღიქვამენ. ადამიანისთვის ემოციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ქართველები კი გამოვირჩევით იმპულსირობით, ემოციების მოჭარბებით. ზოგჯერ ემოციების მართვა გვიჭირს და როცა დიდ ნეგატიურ ემოციასგანიცდის ადამიანი შესაძლებელია იგი ტრავმულ მოვლენად გადაიქცეს.
მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური დღეებისა მინდა მეტი პოზიტივი შევმატო ჩემს მოსწავლეებს, არ დაითრგუნონ და მეტი პოზიტივით განეწყონ ცხოვრებისადმი. უყვარდეთ ერთმანეთი, ზრუნავდნენ, უფრთხილდებოდნენ, გალისობდნენ და ულამაზებდნენ ერთმანეთს ცხოვრებას. მინდა ულევი ბედნიერი და ლამაზი წუთები ჰქონდეთ, ღიმილითა და სიხარულით სავსე.
დღეს სკოლის ფოიეში ჩემი მოსწავლეებისათვის პატარა გასართობი მოვაწყვე, რომელსაც სკოლის უფროსკლასელებიც დიდი სიხარულით შეუერთდა.
მინდა თქვენც გაგიზიაროთ მათი ემოციები.
Комментариев нет:
Отправить комментарий