пятница, 29 мая 2020 г.

მოსწავლის სიყვარული უხილავია და არ იზომება

მოსწავლის სიყვარული უხილავია და არ იზომება... პანდემიის დროს ეს სიყვარული უფრო გამძაფრდა და ყველა, მოსწავლეც და მასწავლებელიც, ვცდილობდით მეტი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, მოგვესიყვარულებინა, გვენუგეშა და გვეზრუნა ერთმანეთზე. დღეს მინდა კიდევ ერთი ჩემი უნიჭიერესი მოსწავლე გაგაცნოთ,  იგი ნიკოლოზ ტყეშელაშვილია. 

ნიკა არის ზრდილობიანი, კარგი ოჯახიშვილი, იცის როგორ მიმართოს ადამიანს, უყვარს მეგობრები და რაც მთავარია ეთაყვანება საქართველოსიგი მოაზროვნე ბიჭია: ფიქრობს, განიცდის, ეძებს სიახლეებს და ყოველთვის ცდილობს ამ სიახლეებით ახალ ცოდნას დაეუფლოს.


ნიკოლოზ ტყეშელაშვილი სწავლობს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7 კლასშიუყვარს ხელოვნება  და თავისუფალ დროს ხშირად იძირება მის საყვარელ საქმიანობაში. ძალიან უყვარს ხატვასიახლეების ძიების პროცესში რობოტების აწყობითაც დაინტერესდა. პლასტმასის ფერადი კუბიკებით ხშიად აწყობს სხვადასხვა რობოტებსა თუ ავტომობილებს. ამბობს რომ მუშაობის პროცესი საინტერესოა, რაც ზრდის კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას






უყვარს ჭადრაკი და დაიკო ნინოს ხშირად ეპაექრება. პანდემიის დროს ოჯახში ტურნირებიც იმართება. 


ნიკას ძალიან უყვარს ხალხური მუსიკა და ოცნებობს მალე დაუბრუნდეს ანსამბლ "გენთან" არსებულ ქართული ხალხური სიმღერების სტუდიას. ენატრება პედაგოგ ლევან გოგოლაძის (ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი) თბილი და მშვიდი გაკვეთილები.



ვუსურვებ ნიკას ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. 

четверг, 28 мая 2020 г.

ხატვით შექმნილი ბედნიერება


პანდემიის გამო ბავშვებს უკვე რა ხანია სახლებში ყოფნა უწევთ. მკაცრმა საკარანტინო წესებმა ნაწილზე დადებითად იმოქმედა და მიძინებული ან ჯერ არ აღმოჩენილი ნიჭის გამოაშკარავებას  შეუწყო ხელი. ასეთი ნიჭი აღმოვაჩინეთ საბა ახვლედიანშიც. საბა ერთი წყნარი,  მეგობრული და საოცრად თბილი ბიჭია. სწავლობს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7 ბ კლასში. აფასებს მეგობრობას და თანადგომას, აქვს კეთილი გული და ცდილობს ყველას დაეხმაროს.  

ხატვით დაინტერესება პანდემიის დროს უფრო შეამჩნია, ამიტომ პროცესის უკეთ გასაცნობად ხშირად სტუმრობს youtube-ზე მრავალ  სასწავლო ვიდეოს, რომლის შედეგად ნამუშევრების რაოდენობაც გაიზარდა. ხატვა ეხმარება საბას აღმოაჩინოდა შექმნა ბედნიერება, სიხარული. იგი ამბობს: "ხატვის დროს განვიცდი სიხარულს და თვითკმაყოფილებას, თუმცა სრულ კმაყოფილებამდე სასწავლი ძალიან ბევრი მაქვს." 
ვუსურვებთ საბას წარმატებულ მომავალს, ოცნებების ასრულებას და მიზნის მიღწევას. 




вторник, 26 мая 2020 г.

მისი შეყვარებული ცეკვაა

გაიცანით ეს ბაკური ებანოიძეა, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე. საქართველოზე, ქართულ კულტურაზე შეყვარებული ბიჭი. განსაკუთრებით უყვარს ცეკვამის გარეშე წამითაც ვერ ძლებს. ერთიაგეცეკვებოდეს და ცეკვავდე და მეორეუბრალოდ გიყვარდეს იგი. ბაკური ქართული ცეკვის სიყვარულითაა "მოწამლული", ამ საქმეში კი დიდი წვლილი მიუძღვით სტუდია "გენის" ქორეოგრაფებს გიორგი ონიანს და ნინო სურგულაძეს. ცეკვა ხელოვნებაა, რომლის ნიჭიც ალბათ ყველას არ ეძლევა, ეს ბიჭი კი უფლისგან ამ ნიჭით უსაზღვროდაა დაჯილდოვებული. ქართული ცეკვის სიყვარული სულის სიმდიდრეა. ამ ბიჭის სულიც ამ სიმდიდრითაა სავსე, როდესაც ბაკური ცეკვავს იგი მთელი ტანით შეიგრძნობს მუსიკას, ივსება ემოციებით, თვალებიდან მოციმციმე ციცინათელს აელვებს, გავსებს ემოციებით  და გადაყავხარ სულ სხვა სამყაროში სადაც მხოლოდ მუსიკა და ბედნიერებაა... მოძრავი, სხარტი, ნიჭიერი და უაღრესად ზრდილობიანი ბიჭის ოცნებაა თავისი ქვეყნის კულტურა კიდევ ერთხელ გააცნოს მსოფლიოს, ასახელოს სამშობლო, ოჯახი და თავისი სკოლა.


ვუსურვებ ბაკურის ბედნიერ, წარმატებულ და ნათელ მომავალს <3

















9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...