пятница, 20 октября 2017 г.

„სიცოცხლის ბაღის“ გაშენება

 ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი და მისი განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საერთო მიზნითა და ძალისხმევით.  სწორედ, ამიტომ გადავწყვიტე ოქტომბრის თვეში  ბავშვებისათვის ახალი ინიციატივა შემეთავაზებინა. დავუკავშირდი ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრი „IUNA AMIKO”-ს დირექტორი ბატონ გიორგი ალფაიძეს, რომელთან ერთადაც დაიგეგმა  სკოლის ეზოში ნერგების დარგვის აქცია, რომელშიც კლასის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მშობლებმა, უფროსი ასაკის მოსწავლეებმა, დირექციამ, პედაგოგებმა, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა. 


„სიცოცხლის ბაღის“ გაშენებით შეუერთდა ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5გ კლასის მოსწავლეები მშვიდობისადმი, ლეიკემიით და ტუბერკულოზით დაავადებული ბავშვებისადმი მხარდასაჭერ აქციას. სკოლას საჩუქრებითა და საინტერესო ვიდეო-მასალით ეწვია ბავშვთა და მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრი „IUNA AMIKO”-ს დირექტორი ბატონი გიორგი ალფაიძე, რომელმაც ისაუბრა თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ოზონს, როგორ დავიცვათ თავი ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან, რომელსაც უჯრედის დაშლა და ცოცხალი ორგანიზმის განადგურება შეუძლია...



დირექტორის მოადგილე ქალბატონმა ლელამ ისაუბრა ოზონის შრის უმნიშვნელოვანეს როლსა და ეკოსისტემაში მისი არსებობის აუცილებლობის შესახებ. ოზონის შრე გაზის მყიფე ფარია, რომელიც დედამიწას მზის მავნე სხივებისგან იცავს და ამგვარად პლანეტაზე სიცოცხლის შენარჩუნებას უწყობს ხელს...
ჩვენ, მე-5გ კლასს საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში შეგვაქვს ჩვენი მცირედი წვლილი და მომავლისათვის ზრუნვას ხეების დარგვით ვიწყებთ... 


Комментариев нет:

Отправить комментарий

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...