,,თავისუფლების მწერლები" ამ ფილმის ყურების შემდეგ სურვილი გამიჩნდა ჩემი მოსწავლეებისთვისაც მეჩვენებინა ეს უნიკალური ფილმი. მოსწავლეებსა და მასწავლებელს
საკმაოდ დიდი დროის მანძილზე უწევთ ურთიერთობა. ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს ერთგვარი მოდელი იმისა,
რასაც მოითხოვს მოსწავლეებისაგან. როცა მასწავლებელი თავისი საგნის პროფესიონალია,
ეს ერთგვარად არის მისაბაძი მოსწავლეთათვის, ეს არის საუკეთესო საშუალება საგნის სიღრმისეულად
სწავლებისა, მაგრამ ამასთან, იკვეთება მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი-მასწავლებლის
პიროვნული თვისებები, რომელიც თამაშობს უდიდეს როლს. ჰუმანურ, კეთილ, გულისხმიერ,
სამართლიან და შრომისმოყვარე მასწავლებელს შეუძლია უდიდესი წვლილის შეტანა მოსწავლის
პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, მასწავლებლის მაღალპროფესიონალიზმი და კარგი პიროვნული
თვისებები ურთიერთპროპორციულია. მიმაჩნია რომ, ყოველი პედაგოგის მოვალეობაა მოძებნოს მოსწავლესთან
ურთიერთობის გასაღები რითაც შეძლებს შეცვალოს მოსწავლის ცხოვრება, ახალი გზები
დაანახოს და მისი ქცევის ფორმირებას შეუწყოს ხელი.
ყოველივე ამისთვის კი აუცილებელია მოსწავლეების ნდობის მოპოვება, რომლის შედეგად ყალიბდება მეგობრობა, პატივისცემა, სიყვარული...
როდესაც ამ სიყვარულს მოიპოვებ და მათ თვალებში ხედავ იმ ნაპერწკალს რომელსაც ნდობა, სიყვარული და პატივისცემა ჰქვია, სურვილი გიჩნდება მეტი გააკეთო მათთვის და გამუდმებით ფიქრობ რა შესთავაზო ახალი, რა აქტივობებით დატვირთო მათი ყოველი დღე, რითი გააოცო ან გაახარო...
2 ოქტომბერს ვუყურეთ ფილმს თავისუფლების მწერლები”, მიუხედავად მცირე ასაკისა (10-11 წელი) მინდოდა ენახათ თუ როგორ ცდილობს მასწავლებელი აჩვენოს ახალგაზრდებს როგორ გახდნენ წარმატებულნი, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები. როგორ შთააგონებს მათ ისწავლონ ტოლერანტობა, რადგან შეძლონ არაძალადობის გზით განსხვავებული კულტურის, რასის, სქესის, რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთერთობების დამყარება და მეგობრობის გაღრმავება. რა ძალა და მუშაობა სჭირდებათ ერთმანეთის დასაფასებლად.
გირჩევთ თქვენც აჩვენოთ თქვენს მოსწავლეებს. მე და ჩემი ბავშვები კვლავ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ.
ფილმის სანახავად ესტუმბეთ ბმულს
Комментариев нет:
Отправить комментарий