четверг, 31 января 2019 г.

ხუთი აუცილებელი ნივთი

კლასის საათზე ჩემს მოსწავლეებს ვაჩვენე ნაწყვეტი ფილმიდან „საიდუმლო კუნძული“, რომელიც ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სათავგადასავლო რომანი მიხედვითაა გადაღებული. ყურადღება გავამახვილეთ კადრზე, სადაც პერსონაჟები საჰაერო ბურთით ცდილობენ თავი დააღწიონ განსაცდელს. ნაწყვეტის ნახვის შემდეგ მოსწავლეებს მივეცი დავალება: თქვენ რომ გიწევდეთ სამოგზაუროდ საჰაერო ბურთით წასვლა  რომელ 5  ნივთს წაიღებდით?
ფიქრის შემდეგ, ყველა მოსწავლემ თავიანთ სამუშაო ფურცლებზე ჩამოწერეს ის 5 აუცილებელი ნივთი რაც ჩათვალეს საჭიროდ. ყველამ წაიკითხა და განმარტა რატომ წაიღებდნენ ამა თუ იმ ნივთს. განმარტებისას იყო მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა. ამის შემდეგ მივეცი დავალება- თქვენი საჰაერო ბურთი განიცდის კატასტროფას და შესაძლებელია უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდეთ, ვთხოვე თავიანთი 5 ნივთიდან აერჩიათ ის  2 ნივთი,  რომელიც ყველაზე მეტად გამოადგებოდათ.
კვლავ მოხდა ჩამოთვლილი ნივთების განხილვა და მსჯელობა რამდენად გამართლებული იყო მათი ნააზრევი. ბოლოს თავიანთი სამუშაო ფურცლები დაფაზე გააკრეს.

  როდესაც მოსწავლეები მხიარულად მსჯელობდნენ ჩართულნი იყვნენ აქტივობაში ვთხოვე სიჩუმე შეენარჩუნებინათ, რადგან შევეხებოდით ძალიან მძიმე თემას. ამ დროს კლასში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა , რადგან მძიმე თემის გაგონებამ უფრო გაუმძაფრდათ ინტერესი. საკითხი დავუკავშირეთ საქართველოს უახლეს ისტორიას-1993 წლის 27 სექტემბერს  სოხუმის დაცემას, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია, ვისაუბრეთ მოსახლეობის მიერ მიტოვებულ სახლ-კარზე, სოხუმიდან, ოჩამჩირედან და გალიდან გამოქცეულმა ათასობით ქართველმა თუ როგორი გზა გამოიარა ჭუბერის უღელტეხილით, რათა სამშვიდობოს გასულიყვნენ. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ  უმეტესობას ფეხით მოუწია იმ ყინვიან მთებში გადაადგილება, აღვნიშნეთ, რომ ბევრი მათგანი ამ განსაცდელს მოუმზადებელი შეხვდა. ბევრს  თავიანთი შეკრული ბარგის გზად მიტოვებაც  მოუხდა, რათა გზის გაგრძელება შეძლებოდათ.  რთული აღმოჩნდა ამ თემაზე საუბარი, ცრემლმა და ტკივილმა შეცვალა ჩემი ბავშვების 10 წუთის უკან მიღებული ემოცია, მაგრამ ვფიქრობ, ამ აქტივობით, საუბრითა და მაგალითების მოყვანით შევძელი ჩემი მოსწავლეების დაინტერესება საქართველოს უახლესი ისტორიით.  ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ერთმანეთის გვერდითდგომით ბევრი დაბრკოლების და ტკივილის გადატანა შეგვიძლია. 


суббота, 26 января 2019 г.

იუმორი არის სიხარული, სიხარული - სიყვარული, სიყვარული კი ღმერთი...

რა არის იუმორი და რა როლი უკავია მას თქვენ ცხოვრებაში? ასეთი თემა შევთავაზე ჩემ ბარტყებს სამუშაოდ. ცოტა არ იყოს თავდაპირველად გაუჭირდათ აზრის ჩამოყალიბება, მაგრამ ორიოდე კითხვის დასმის შემდეგ მალევე გაებადრათ სახე და დაიწყეს ღიმილით თავიანთი ვერსიების ჩამოყალიბება.

დავალების დასრულების შემდეგ ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ იუმორი არაა მხოლოდ ერთი სახისაა, არამედ ის შეიძლება მრავალგვარი არსებობდეს. ბავშვებმა ისაუბრეს სატელევიზიო იუმორზე, აღნიშნეს იუმორისტული გადაცემები, ფილმები, ღიმილით გაიხსენეს და დაახასიათეს თავიანთი საყვარელი პერსონაჟები. ისაუბრეს ჩვეულებრივ იუმორზეც, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველდღიურად იგონებენ და ამით ერთმანეთს სილაღესა და ბედნიერებას ანიჭებენ. „ არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც კარგი, უწყინარი სიცილი“-ტოლსტოი. 


ჩემმა ბარტყებმა აღნიშნეს თუ გინდა რომ ვინმე გააცინო პირველ რიგში უნდა იცნობდე იმ ადამიანს კარგად და იცოდე თუ რაზე ეცინება მას, წინააღმდეგ შემთხვევაში ე.წ. „ზედმეტი იუმორი“, რომელიც შეიძლება სხვა განზომილებაში გადაიზარდოს და გაგიჭირდეს დისტანციის დაცვა წყენით დასრულდეს. ამიტომ, შევთანხმდით იმაზე რომ შევეცდებით ყოველი სიტყვა თუ ქმედება გავაკონტროლოთ, რადგან იუმორი არის სიხარული, სიხარული - სიყვარული, სიყვარული კი ღმერთი... ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ როცა გელოტოლოგიაზე, ანუ სიცილის თერაპიაზე ვესაუბრე. მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ რა გავლენა აქვს სიცილს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შევთანხმდით, რომ  სიცილი სტერსებისგან განთავისუფლების მშვენიერი საშუალებაა.

среда, 23 января 2019 г.

აქტივობა- "სარკის მეთოდი" სადამრიგებლო კლასში

პროექცია (projection ლათ. გარეთ გადატანა) არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც მიეკუთვნება თავდაცვით მექანიზმებს. იგი გულისხმობს საკუთარი აზრების, ემოციების, მოთხოვნილებების, მდგომარეობის გადატანას, ანუ მიკუთვნებულობას სხვა ადამიანზე ან საგანზე.
სხვადასხვა ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური ტერმინები შეიძლება გვეუცხოვოს ხოლმე, თუმცა რეალურად ყველაფერი ეს ვიცით. ჩვენშია, ჩვენზეა და როდესაც ჩავუღმავდებით საკითხს თუ რას გამოხატავს მაგალითად სიტყვა პროექცია, მივხვდებით რომ ჩვენთან ძალიან ახლოს ყოფილა და საკმაოდ ნაცნობი მოვლენაცაა. ანუ მოკლედ და გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ეს არის დავეხმარო საკუთარ თავს დადებითი და უარყოფითი თვისებების დანახვაში.
როცა "სარკის მეთოდის" შესახებ გავიგე გადავწყვიტე ეს მეთოდი ჩემს სადამრიგებლო მე-6ა კლასში გამომეყენებინა. წინასწარ ვისაუბრეთ ჩვენ მიზნებზე, ქცევებზე, ქმედებებზე,  რა მოგვწონს და რა გვაღიზიანებს, რას შევცვლიდი და რას დავიტოვებდი...
ამის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე ფურცელზე ჩამოეწერათ ხუთი პიროვნება (ოჯახის წევრები, მეგობრები) სახელი და გვერდით მიეწერათ მათი ის თვისებები რაც მოსწონთ და არ მოსწონთ.



მუშაობა წარიმართა წყნარად, დაკვირვებულად.  ყველას აინტერესებდათ ვისზე წერდნენ მეგობრები, იყვნენ თუ არა მეგობრების ჩამონათვალში თავად. მუშაობის დასასრულს ეგონათ თუ წავიკითხავდით ნამუშევრებს და გავშიფრავდით თითოეულ თვისებას, მაგრამ უფრო დაინტერესდნენ, როცა გადავედით იმ პუნქტზე, სადაც  თავიანთ ჩამონათვალში საკუთარი თავის ამოცნობა გახდა საჭირო. ყველა ჩამოთვლილი თვისებები მეტ-ნაკლებად გვახასიათებს ჩვენ, ისე ვერ შევამჩნევთ და ვერ გავამახვილებთ ყურადღებას იმ თვისებებზე რაც ჩვენ არ გვახასიათებს. ზოგი თვისება მძაფრადაა ჩვენში, ზოგი-უმნიშვნელოდ, ზოგი კი სათანადოდაა შეფუთული და ვმალავთ...


 ჩვენ ჩვენი ხასიათის და თვისებების აღმოჩენას ვახდენთ ოჯახის წევრებში, მეგობრებში, წიგნების და ფილმების პერსონაჟებშიუცნობებში და ნაცნობებში, რეალურ და გამოგონილ პერსონაჟებში. ეს ავტომატური პროცესია მანამ, სანამ ამის გაცნობიერებას დაიწყებ და დაიწყებ გარჩევას შენივე თვისებებს ხედავ თუ, რეალურად იმ პიროვნებას ვისთანაც ურთიერთობ.

ჩვენ ყველა სხვა ადამიანებში ხედავთ ხშირად ცუდს, მაგრამ საკუთარზე თვალს ვხუჭავთ. ვხედავთ არანაკლებ საზიანოდ ბევრ კარგსაცალბათ გახსოვთ გამოთქმა „მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და მე გეტყვი ვინ ხარ შენ!“  
ჩემი ბარტყები (ასე ვეძახი მოსწავლეებს) მიხვდნენ, რომ ახლობლების დახასიათებით მათ თავისი თავი დავახასიათებინე. როცა ისინი უარყოფით თუ დადებით თვისებებს აანალიზებდნენ ღიმილით ადასტურებდნენ, რომ იგივე თვისებების მატარებლები არიან თავადაც. მართალია, საკუთარ თავზე ცუდის მოსმენა უსიამოვნოა, მაგრამ როცა სხვის დახასიათებაში საკუთარს ამოიცნობ უფრო დამაფიქრებელია და ცდილობ ის თვისება გამოასწორო. 
ჩემო ბარტყებო, გისურვებთ თქვენი ცხოვრება კონფლიქტებისა და დაძაბულობების გარეშე წარმართულიყოს.

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...