19 დეკებერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის ჩემ სადამრიგებლო , მე-5გ კლასში, ჩავატარე წინასაახალწლო აქტივობებით დატვირთული ღონისძიება. მოსწავლეებმა წინასწარ მორთეს საკლასო ოთახი, დაამზადეს საახალწლო დეკორაცია ბუხარი და მეტი სითბოს შესაქმნელად დააგიზგიზეს ცეცხლი. :)
იხილეთ კლასის მორთვის სრული ფოტომასალა
ძალზედ საინტერესო, სახალისო და მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემს მიერ მომზადებული სიურპრიზი ელფებისა და ლამაზ ფერიების კაბებში გამოწყობილი თითოეული მოსწავლის ფოტო. ფოტოები ოთახის კედელზე განვათავსე რაც დადებით განწყობას უქმნიდა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას.
წარმატებულ, ბედნიერ, ხვავიან, ბარაქიან ახალ წელს გისურვებთ მეგობრებო.
იხილეთ სკოლი ბლოგზე ქამოქვეყნებული აქტივობა კომენტარებით
იხილეთ კლასის მორთვის სრული ფოტომასალა
ძირითადი მიმართულება ამ აქტივობებისა გახლდათ ინტელექტუალური შეჯიბრი ჯგუფებს შორის. ბავშვები წინასწარ დაყოფილი იყო 4 გუნდად, თითოეულმა შეარჩია გუნდის სახელი, აირჩიეს კაპიტნები. მათ მუშაობას აკვირდებოდა ჟიურის წევრები: სკოლის დირექტორის მოადგილე ლელა გრძელიშვილი და ისტორიის პედაგოგი კოსტანტინე გაბუნია.
პირველი რაუნდი შეეხებოდა ანაგრამებს, რომელიც დაკავშირებული იყო ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მიცემული დავალებების შესრულებაში.
შემდეგი რაუნდი შეეხებოდა ინტელექტუალურ კითხვებს, რომელიც განსაზღვრული იყო ჯგუფური მუშაბისთვის. მათ კონვერტში მოთავსებულ ხუთივე კითხვას გასცეს პასუხები. კითხვებზე მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დაფიქსირებული პასუხების შემდეგ პროექტორის საშუალებითა და ჟიურის განმარტებით ეცნობოდნენ სწორ პასუხებს.
სახალისო აღმოჩნდა შემდეგი აქტივობა "სიურპრიზი", რომლის მიხედვით თითოეული ჯგუფის წევრებმა ყუთიდან ამოიღეს ერთი ფურცელი, რომელზეც ეწერა პროფესიები (ექიმი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, მოდელი, სპორტსმენი, დირიჟორი...) კლასში არსებული ნივთების დახმარებით მათ განასახიერეს შესაბამისი პროფესიის ადამიანების ერთი სამუშაო დღე. მათ შეხვდათ "მასწავლებელი", "სპორტსმენი", "მოდელი", ჟურნალისტი". მოსწავლეების მიერ შესრულებულმა პატარა წარმოდგენებმა ძალიან დიდი მოწონება და ხალისი შემატა საახალწლო განწყობას.
გუნდებს შორის გაიმართა კაპიტნების კონკურსი, მათ ერთი წუთის განმავლობაში სწორად რაც შეიძლება მეტი კითხვისთვის უნდა გაეცათ სწორად პასუხი. მართალია კაპიტნების კონკურსით საუკეთესო შედეგი აჩვენა გუნდმა "არწივებმა", თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით საბოლოო გამარჯვება მაინც გუნდ "ლომებს" დარჩათ. აქტივობები გამოვიდა ძალიან საინტერესო და მხიარული. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული დავალებების წარმატებით შესრულებაში.
ბოლოს ბავშვებმა ნაძვის ხის ქვეს დადებული მისთვის განკუთვილი საჩუქრები აირჩიეს და მიმანიშნებელი ბარათების საშუალებით შეეცადნენ გამოეცნოთ თავის „სეკრეტ-სანტა“. დასასრულს მასწავლებელმა ყველა მოსწავლესა და მშობელს გადაუხადა მადლობა და მონაწილე მოსწავლეებს გადასცა დიპლომები და სიგელები.
ძალზედ საინტერესო, სახალისო და მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემს მიერ მომზადებული სიურპრიზი ელფებისა და ლამაზ ფერიების კაბებში გამოწყობილი თითოეული მოსწავლის ფოტო. ფოტოები ოთახის კედელზე განვათავსე რაც დადებით განწყობას უქმნიდა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას.
წარმატებულ, ბედნიერ, ხვავიან, ბარაქიან ახალ წელს გისურვებთ მეგობრებო.
იხილეთ სკოლი ბლოგზე ქამოქვეყნებული აქტივობა კომენტარებით
Комментариев нет:
Отправить комментарий