- მთავარი
- ჩემ შესახებ
- სადამრიგებლო პროგრამა
- მოსწავლეთა ქცევის კოდექსი
- გაკვეთილების ცხრილი
- მოსწავლეთა სია და მათი მონაცემები
- კლასში შემსვლელი პედაგოგები
- სახელმძღვანელოების ნუსხა
- შემაჯამებელთა რაოდენობა
- სხვადასხვა აქტივობები
- გაკვეთილები
- სადამრიგებლო საათი
- პროექტები
- ექსკურსიები
- მშობლების საკითხავი გვერდი
пятница, 5 октября 2018 г.
вторник, 2 октября 2018 г.
,,თავისუფლების მწერლები" -
,,თავისუფლების მწერლები" ამ ფილმის ყურების შემდეგ სურვილი გამიჩნდა ჩემი მოსწავლეებისთვისაც მეჩვენებინა ეს უნიკალური ფილმი. მოსწავლეებსა და მასწავლებელს
საკმაოდ დიდი დროის მანძილზე უწევთ ურთიერთობა. ამიტომ მასწავლებელი უნდა იყოს ერთგვარი მოდელი იმისა,
რასაც მოითხოვს მოსწავლეებისაგან. როცა მასწავლებელი თავისი საგნის პროფესიონალია,
ეს ერთგვარად არის მისაბაძი მოსწავლეთათვის, ეს არის საუკეთესო საშუალება საგნის სიღრმისეულად
სწავლებისა, მაგრამ ამასთან, იკვეთება მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი-მასწავლებლის
პიროვნული თვისებები, რომელიც თამაშობს უდიდეს როლს. ჰუმანურ, კეთილ, გულისხმიერ,
სამართლიან და შრომისმოყვარე მასწავლებელს შეუძლია უდიდესი წვლილის შეტანა მოსწავლის
პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში, მასწავლებლის მაღალპროფესიონალიზმი და კარგი პიროვნული
თვისებები ურთიერთპროპორციულია.
როდესაც ამ სიყვარულს მოიპოვებ და მათ თვალებში ხედავ იმ ნაპერწკალს რომელსაც ნდობა, სიყვარული და პატივისცემა ჰქვია, სურვილი გიჩნდება მეტი გააკეთო მათთვის და გამუდმებით ფიქრობ რა შესთავაზო ახალი, რა აქტივობებით დატვირთო მათი ყოველი დღე, რითი გააოცო ან გაახარო...
2 ოქტომბერს ვუყურეთ ფილმს თავისუფლების მწერლები”, მიუხედავად მცირე ასაკისა (10-11 წელი) მინდოდა ენახათ თუ როგორ ცდილობს მასწავლებელი აჩვენოს ახალგაზრდებს როგორ გახდნენ წარმატებულნი, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები. როგორ შთააგონებს მათ ისწავლონ ტოლერანტობა, რადგან შეძლონ არაძალადობის გზით განსხვავებული კულტურის, რასის, სქესის, რელიგიის მქონე ადამიანებთან ეფექტური ურთერთობების დამყარება და მეგობრობის გაღრმავება. რა ძალა და მუშაობა სჭირდებათ ერთმანეთის დასაფასებლად.











გირჩევთ თქვენც აჩვენოთ თქვენს მოსწავლეებს. მე და ჩემი ბავშვები კვლავ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ.
ფილმის სანახავად ესტუმბეთ ბმულს
Подписаться на:
Комментарии (Atom)
9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით
9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...
-
პროექცია (projection ლათ . – გარეთ გადატანა ) – არის ფსიქოლოგიური პროცესი , რომელიც მიეკუთვნება თავდაცვით მექანიზმებს . იგი გუ...
-
9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...
-
2018 წლის 2 ივნისს კლასმა მო ა წყო ექსკურსია მწვანე მონასტერი - ზარზმა- რაბათი - საფარას მონასტერი ს მიმართულებით. მოსწავლეებ...





