მიმაჩნია რომ, ყოველი პედაგოგის მოვალეობაა მოძებნოს მოსწავლესთან ურთიერთობის გასაღები რითაც შეძლებს შეცვალოს მოსწავლის ცხოვრება,
ახალი გზები დაანახოს და მისი ქცევის ფორმირებას
შეუწყოს ხელი. ყოველივე ამისთვის კი აუცილებელია
მოსწავლეების ნდობის მოპოვება, რომლის შედეგად ყალიბდება
მეგობრობა, პატივისცემა. მინდა ის მასწავლებელი ვიყო, რომელიც ცდილობს არ ჩაკლას ინდივიდუალიზმი და წაახალისოს მოსწავლეების
შემოქმედებითი უნარები, არ მოაქციოს ისინი სტანდარტულ ყალიბში, არამედ პირიქით,
გასაქანი მისცეს მათ თავისუფლებას და მათ განსაკუთრებულ ხასიათს. ამიტომ, გადავწყვიტე ჯგუფში დამედგა „ნდობის, გულახდილობისა და ოცნებების ყუთი".
მე-5( გ) კლასის მოსწავლეები ამ ჯადოსნული ყუთის საშუალებით ნატო მასწავლებელს მთელი წლის მანძილზე საკუთარ სურვილებს, ნააზრევს და ოცნებებს უზიარებდნენ. ამ ყუთის მიზანი იყო გამეგო რა აინტერესებდათ პატარებს, რა პრობლემებს აწყდებოდნენ ჩვენს სკოლაში, რის შეცვლას ისურვებდნენ, რა ინიციატივები და სურვილები აქვთ. პირველი მესიჯები მალევე მივიღე რაც ძალზედ მახარებდა. მადლობა მათ ნდობისთის.