вторник, 17 апреля 2018 г.

სიკეთე გადამდებია

მოსწავლეებში თანატოლების, უფროსი  თაობისადმი  პატივისცემის,  თანადგომის, დახმარების   სურვილის უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით აპრილის თვეში დავგეგმეთ აქცია სახელწოდებით „სიკეთე გადამდებია“. დავეხმარეთ ქალაქ ქუთაისის N5 საჯარო სკოლის პირველკლასელ დემეტრეს, რომელიც ებრძვის მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკემიას. მოსწავლეებმა მშობლების დახმარებით შეუგროვეს თანხა. მე-5გ კლასის მოსწავლეების სურვილი იმდენად დიდი იყო დახმარებოდა დემეტრეს, რომ გადაწყვიტეს მთელი სკოლა ჩართულიყო ამ დახმარების აქციაში.


четверг, 12 апреля 2018 г.

დედაენის დღე

14 აპრილთან დაკავშირებით გვქონდა კლასის საათი, სადაც აღვნიშენეთ დედაენის დღე. ვუყურეთ ფილმს ანბანთან დაკავშირებით.





შენ ქართველი ხარ ? მაშინ წერე ქართულად 

სურათზე გამოსახულია ქართული ანბანი, ვარსკვლავები, იბერიელი ქურუმი. 
ასევე: მარცხნივ მოცემულია ბორჯღალი და მარჯვნივ მთვარე. 
ქვემოთ არის წარწერა "ანბანთ უფალი"
ანუ ქართული ენა - ღმერთის ენაა!
რაც შეეხება ბორჯღალს: შვიდ ქიმიანი ბორჯღალი კოსმიური დატვირთვის მატარებელია და შვიდი წმინდა მნათობის ხატოვანი ნიმუშია.
7 წმინდა მნათობის ქართული სახელებია:
მთოვარე (იგივე ყამარ) — მთვარე
ჯუმა (იგივე ერმი და ოტარდი) — მერკური
მთიები (იგივე ცისკრის ვარსკვლავი) — ვენერა, აფროდიტე, იშტარი
მარიხი (იგივე არიან, თახა) — მარსი
დია (იგივე მუშთარი) — იუპიტერი
ზუალი — სატურნი
ჰელიო(იგივე არდი) —მზე

ბორჯღალის კონცენტრაციის ცენტრი, ანუ „ბურჯი“, საიდანაც თითოეული „ღალა“ (მნათობი) გამოედინება, ღმერთის სავანეს განასახიერებს

воскресенье, 11 февраля 2018 г.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბორჯღალოსნებს


ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით 11 თებერვალს დიდ ეკრანზე სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში დავგეგმე და განვახორციელე აქტივობა სახელწოდებით „ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბორჯღალოსნებს“. მოსწავლეებმა პირდაპირ ეთერის საშუალებით ნახეს ბელგიელიის ნაკრების "შავი ეშმაკების" და ბორჯღალოსნების საოცარი დაპირისპირება. მოსწავლეების ემოციებს საზღვარი არ ჰქონდათ. 

 უჩვენოდ ბორჯღალოსნები ბელგიას, სარეკორდო ანგარიშით 47:0-ით, ვერ დაამარცხებდა :)







вторник, 6 февраля 2018 г.

მორიგი შეხვედრა მანდატურთან

მანდატურის სამსახური, ჩვენს სკოლაში, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების  პოპულარიზაციას უწყობს ხელს. დღეს კლასის ხელმძღვანელის საათზე ჩვენი სტუმარი იყო სკოლის მანდატური ნესტანი ვარდოსანიძე

пятница, 2 февраля 2018 г.

მკლავჭიდი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის N36  საჯარო სკოლებში გრძელდება მოსწავლეთა შორის, სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები და აქტივობები.
მანდატურის სამსახური, სკოლებში, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასთან ერთად სპორტული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას უზრუნველყოფსსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სრულად იზიარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას, რომელიც სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ითვალისიწინებს. 
ამ მიზნით, მანდატურის სამსახურის მიერ  ჩვენ კლასში განხორციელდა პაექრობა მკლავჭიდში.





9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...