среда, 23 января 2019 г.

აქტივობა- "სარკის მეთოდი" სადამრიგებლო კლასში

პროექცია (projection ლათ. გარეთ გადატანა) არის ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც მიეკუთვნება თავდაცვით მექანიზმებს. იგი გულისხმობს საკუთარი აზრების, ემოციების, მოთხოვნილებების, მდგომარეობის გადატანას, ანუ მიკუთვნებულობას სხვა ადამიანზე ან საგანზე.
სხვადასხვა ფსიქოლოგიური თუ ფილოსოფიური ტერმინები შეიძლება გვეუცხოვოს ხოლმე, თუმცა რეალურად ყველაფერი ეს ვიცით. ჩვენშია, ჩვენზეა და როდესაც ჩავუღმავდებით საკითხს თუ რას გამოხატავს მაგალითად სიტყვა პროექცია, მივხვდებით რომ ჩვენთან ძალიან ახლოს ყოფილა და საკმაოდ ნაცნობი მოვლენაცაა. ანუ მოკლედ და გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ ეს არის დავეხმარო საკუთარ თავს დადებითი და უარყოფითი თვისებების დანახვაში.
როცა "სარკის მეთოდის" შესახებ გავიგე გადავწყვიტე ეს მეთოდი ჩემს სადამრიგებლო მე-6ა კლასში გამომეყენებინა. წინასწარ ვისაუბრეთ ჩვენ მიზნებზე, ქცევებზე, ქმედებებზე,  რა მოგვწონს და რა გვაღიზიანებს, რას შევცვლიდი და რას დავიტოვებდი...
ამის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე ფურცელზე ჩამოეწერათ ხუთი პიროვნება (ოჯახის წევრები, მეგობრები) სახელი და გვერდით მიეწერათ მათი ის თვისებები რაც მოსწონთ და არ მოსწონთ.



მუშაობა წარიმართა წყნარად, დაკვირვებულად.  ყველას აინტერესებდათ ვისზე წერდნენ მეგობრები, იყვნენ თუ არა მეგობრების ჩამონათვალში თავად. მუშაობის დასასრულს ეგონათ თუ წავიკითხავდით ნამუშევრებს და გავშიფრავდით თითოეულ თვისებას, მაგრამ უფრო დაინტერესდნენ, როცა გადავედით იმ პუნქტზე, სადაც  თავიანთ ჩამონათვალში საკუთარი თავის ამოცნობა გახდა საჭირო. ყველა ჩამოთვლილი თვისებები მეტ-ნაკლებად გვახასიათებს ჩვენ, ისე ვერ შევამჩნევთ და ვერ გავამახვილებთ ყურადღებას იმ თვისებებზე რაც ჩვენ არ გვახასიათებს. ზოგი თვისება მძაფრადაა ჩვენში, ზოგი-უმნიშვნელოდ, ზოგი კი სათანადოდაა შეფუთული და ვმალავთ...


 ჩვენ ჩვენი ხასიათის და თვისებების აღმოჩენას ვახდენთ ოჯახის წევრებში, მეგობრებში, წიგნების და ფილმების პერსონაჟებშიუცნობებში და ნაცნობებში, რეალურ და გამოგონილ პერსონაჟებში. ეს ავტომატური პროცესია მანამ, სანამ ამის გაცნობიერებას დაიწყებ და დაიწყებ გარჩევას შენივე თვისებებს ხედავ თუ, რეალურად იმ პიროვნებას ვისთანაც ურთიერთობ.

ჩვენ ყველა სხვა ადამიანებში ხედავთ ხშირად ცუდს, მაგრამ საკუთარზე თვალს ვხუჭავთ. ვხედავთ არანაკლებ საზიანოდ ბევრ კარგსაცალბათ გახსოვთ გამოთქმა „მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და მე გეტყვი ვინ ხარ შენ!“  
ჩემი ბარტყები (ასე ვეძახი მოსწავლეებს) მიხვდნენ, რომ ახლობლების დახასიათებით მათ თავისი თავი დავახასიათებინე. როცა ისინი უარყოფით თუ დადებით თვისებებს აანალიზებდნენ ღიმილით ადასტურებდნენ, რომ იგივე თვისებების მატარებლები არიან თავადაც. მართალია, საკუთარ თავზე ცუდის მოსმენა უსიამოვნოა, მაგრამ როცა სხვის დახასიათებაში საკუთარს ამოიცნობ უფრო დამაფიქრებელია და ცდილობ ის თვისება გამოასწორო. 
ჩემო ბარტყებო, გისურვებთ თქვენი ცხოვრება კონფლიქტებისა და დაძაბულობების გარეშე წარმართულიყოს.

понедельник, 3 декабря 2018 г.

პროექტი "ტექნიკა ჩვენ ირგვლივ"




ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ხელმძღვანელი ნატალია თურქაძე) განხორციელდა პროექტი სახელწოდებით "ტექნიკა ჩვენ ირგვლივ" პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით რომ XXI-საუკუნე ცნობილია მეცნიერების და ტექნოლოგიის ერად, ამიტომ მოსწავლისთვის მნიშვნელოვანია მეცნიერების და ტექნოლოგიის პრიორიტეტული სფეროების ჩამოყალიბების გაცნობა-განსაზღვრაიმ გამოგონებების წვლილის გაანალიზება, რომელმაც შეცვალა  ჩვენი ცხოვრება. დღეს მასწავლებელი დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მუდმივი ძიება, კვლევა, შემოქმედებითობა, ძალა და ცოდნა სჭირდება, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და საგნობრივი ცოდნის გადაცემასთან ერთად მოსწავლეს რეალურად შესძინოს ცხოვრებაში გამოსაყენებელი უნარ-ჩვევები. საპროექტო მუშაობა კი მათ ყველაზე მეტად ეხმარება ამ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

დღევანდელი მოსწავლე თავისი უნარებით და შესაძლებლობებით სრულიად განსხვავდება იმ მოსწავლეებისაგან, რომლებსაც ათიოდე წლის წინ შეხვდებოდით. შეიცვალა მიდგომები სწავლა-სწავლების მიმართულებითაც. ახლა მოსწავლეს თავად შეუძლია მოიძიოს უამრავი ლიტერატურა, როგორც მშობლიურ, ასევე უცხო ენაზე და გაეცნოს მას უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით. წარმოდგენილი პროექტის შედეგად ვფიქრობ ჩემმა მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების და ტექნოლოგიის პრიორიტეტული სფეროები. გაიაზრეს იმ გამოგონებების წვლილის რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება. გამოუმუშავდათ შრომის უნარი და შრომისადმი სიყვარული, აუმაღლდათ მოტივაცია, რას მოწმობს მათ მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები.
ვფიქრობ, პროექტში წარმოდგენილი და განხორციელებული აქტივობებით მოხდა მიზნის მიღწევა, რადგან მოსწავლეებმა თავისუფლად შეძლეს მიზნობრივად გამოეყენებინათ კომპიუტერი, მასალის მოძიება-დამუშავება, წაკითხულთან  საკუთარი უნარ-ჩვევების შედარება და დასკვნების გამოტანა.  მშვენივრად ითანამშრომლეს ერთმანეთთან და თემასთან დაკავშირებით ერთობლივად გააკეთეს პრეზენტაციები.

გამოყენებული თითოეული აქტივობა პროექტის მიზანთან შესაბამისობაში იყო, რომელიც ემსახურებოდა შედეგზე გასვლას. მასწავლებელს ჭირდება ისეთი აქტივობები, რომელიც  მოსწავლეებს მისცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლებისას  მოტივაციასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპეციფიკური უნარ -ჩვევების განვითარებას.  ამიტომ გადავწყვიტე მე-6 კლასში თემის დაინტერესების მიზნით მოსწავლეებისათვის შემეთავაზებინა პროექტი „ ტექნიკა ჩვენს ირგვლივ“, რომლის საშუალებით შევეცადე, ეფექტურად შემესრულებინა ესგ-ით განსაზღვრული სამუშაო და სასწავლო მიზნები მაქსიმალურად შემესაბამებინა მისაღწევ შედეგებს. ამავე დროს პროექტზე მუშაობა უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი.

პროექტის დაწყების წინ დავადგინე არსებული ცოდნა სხვადასხვა აქტივობით, რომელიც დაწვრილებით არის აღწერილი ჩემ მიერ წარმოდგენილ პროექტში. ყველა აქტივობა განხორციელდა გეგმის მიხედვით. თავდაპირველად მოსწავლეებს დავურიგე საინფორმაციო სახის ბუკლეტებები, სადაც მოცემული იყო  პროექტის მიზნები, შინაარსი, და სარგებლობაგამოვიყენე გონებრივი იერიში და მოვახდინე აზრების გენერირება, აგრეთვე წინარე ცოდნის გაგების მიზნით გამოვიყენებ -- მეთოდი,  რომლის შემდეგაც მოსწავლეები უნარებისა და ინტერესის გათვალისწინებით დაჯგუდნენ 4 ჯგუფად . დაიგეგმა მუშაობისთვის საჭირო აქტივობები. შეირჩა თემები.
 თემების შერჩევის შედეგად ჯგუფებს გადაუნაწილდათ შემდეგი სამუშაო თემები:
Iჯგუფმა - იმუშავა  წარმოდგენილი თემის ირგვლივ :

1)    რა არის ტექნიკა?
2)    ვინ არის ინჟინერი?
3)    საიდან მოგორავს ბორბალი?
4)    ველოსიპედი?
5)    ავტომობილი?
II ჯგუფმა - იმუშავება თემებზე:
1)    ავტოქარხანა?
2)    რკინიგზა?
3)    ბუსზე” დაბოლოებული ტრანსპორტი?
4)    მეტრო.
5)    მატარებელი

III ჯგუფი - იმუშავა წარმოდგენილ თემებზე:
1)    იალქნიანი ხომალდი
2)    გემები
3)    თვითმფრინავები
4)    რაკეტა
5)    ელექტროობა
6)    განათება
IVჯგუფმა - იმუშავა თემებზე
1)      საოჯახო  ტექნიკა
2)      რადიო
3)      ტელეფონი
4)      კინო
5)      ტელევიზორი
6)      ხმოვანი მანქანები (ფონოგრაფიმაგნიტოლა)
7)      კომპიუტერი

პროექტზე მუშაობა წარიმართა საინტერესოდ, მოსწავლეები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას. თითქმის ყოველი აქტივობა განხორციელდა წარმატებულად, გამიჭირდება რომელიმე აქტივობა გამოვყო. მოძიებული ინფორმაციის დახარისხება და ე.წ. გაფილტვრა იყო ძალიან საინტერესო. მათ მსჯელობას პროექტის მიმდინარეობისას  სისტემატურად თვალს ვადევნებდი, მოსწავლეები იმდენად აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროექტში, რომ ვცდილობდი მათ აქცენტირებას უმთავრეს მოვლენებზე, რამაც ვფიქრობ რომ დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა როგორც მოტივაციის ამაღლებაზე, ასევე მუშაობის შესრულების ხარისხზეც. მოსწავლეებმა დასკვნით ეტაპზე ერთმანეთს წარუდგინეს პრეზენტაციები, რაც შეიძლება ითქვას რომ პროექტის ყველაზე წარმატებულ კომპონენტად ჩაითვალოს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს განუვითარდათ კომპიუტერთან მუშაობის, კვლევა ძიების უნარჩვევები, გაეცნენ ტექნიკის განვითარების ეტაპებს და მიღწევებს, მის სასარგებლო თუ საზიანო მხარეებს, აგრეთვე გამოყენების სხვადასხვა სფეროებსგაიგეს რა არის ტექნიკა, რისთვის შეიქმნა სხვადასხვა მანქანები, როგორაა ისინი მოწყობილი და როგორ გამოიყენებაისწავლეს თანამშრომლობასსხვისი ახრის პატივისცემა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია,  გუნდური მუშაობა,  გამოიტანეს სათანადო დასკვნები: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების და ტექნოლოგიის პრიორიტეტული სფეროების ჩამოყალიბება და იმ გამოგონებების წვლილის განსაზღვრა, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება. დაიკმაყოფილეს ცნობისმოყვარეობა და აიმაღლეს მოტივაცია.



პროექტი ტექნიკა ჩვენს გარშემო-თვითმფრინავები და რაკეტები


9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...