четверг, 28 июня 2018 г.

ექსკურსია მწვანე მონასტერი- ზარზმა-რაბათი -საფარას მონასტერი

2018 წლის 2 ივნისს კლასმა მოწყო ექსკურსია  მწვანე მონასტერი- ზარზმა-რაბათი -საფარას მონასტერის მიმართულებით.  მოსწავლეებმა დაათვალიერეს იქ არსებული ღირსშესანიშნაობები. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისათვის ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ ძეგლთა გაცნობა, ისტორიული ადგილების თუ თანამედროვეობის მნიშვნელოვანი სიახლეების მონახულებასთან ერთად დასვენების, გართობისა და ერთმანეთთან დაახლოების ატმოსფეროს შექმნა.
 თავდაპირველად მოსწავლეებმა მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად მოილოცეს  ბორჯომის ხეობის ულამაზეს ადგილას მდებარე ჩითახევის წმინდა გიორგის მამათა მონასტრიმეცნიერთა ვარაუდით, ეკლესია ცნობილი ქართველი მოღვაწის წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებული უნდა იყოს. ხალხმა ამ მონასტერს სიყვარულით „მწვანე მონასტერი“ შეარქვა, რადგან  ხეობაში არსებული ყველა ხე განსხვავებული მწვანე ფერისაა, რომლის ირგვლივ გამეფებული მყუდროება გადამდებად მოქმედებს   მომლოცველებზე. 



მე–16 საუკუნეში შაჰ–თამაზის შემოსევების დროს ეს მონასტერი დაარბიეს. მაშინ ათობით ბერი დახოცეს და აწამეს. ის სისხლი, რომელიც მდინარე ჩითახევში ჩაყრილ ქვებზეა, მე–16 საუკუნეში დახოცილ ბერებს ეკუთვნით. სისხლიანი ქვები მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის თითქმის მთელ სიგრძეზეა ჩაყოლებული.
მოსწავლეებზე ამ ისტორიამ და ნანახმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ულამაზესი ბუნებით მონუსხულები გავეშურეთ ზარზმის მონასტრისაკენ. 


იგი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ეკლესია VII-IX სს-ში ააგეს, თუმცა იმდროინდელი ტაძარი არ არის მოღწეული ჩვენამდე. ამჟამინდელი ეკლესია კი XIV საუკუნისაა. მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობა, ეკლესიის შენობის კედლებზე შემონახულია მეთექვსმეტე საუკუნის ისტორიული პირების პორტრეტებიც. ეკლესიის სამრეკლო კი ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. ერთი საინტერესო დეტალი  არის ე.წ საძვალე, სადაც ზარზმაში მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილების გარდა დასვენებულია უხრწნელი გვამიც.
მონასტრის ეზოში ულამაზესმა ბუნებამ ბავშვები და უფროსები ერთნაირად აღაფრთოვანა, რადგან იგი გალამაზებულია ყავილებით, ბუჩქებით და პატარ-პატარა დეტალებით.  ეკლესიის უკან კი პატარა დასასვენებელი ადგილია საიდანაც შეგიძლიათ ხედებით დატკბეთ.

.



 ასე კმაყოფილნი და შინაარსობრივად დატვირთულები წამოვედით რაბათისაკენ. გზად ვიდრე მშობლები სუფრას აწყობდნენ ჩვენ შემოქმედებითად გავერთეთ . 




მოსწავლეებმა მოინახულეს რაბათის ციხე, რომელსაც თავისი მრავალფეროვნებით  აღტაცებაში მოჰყავს  დამთვალიერებელი. შესვლისთანავე თვალწინ წარუშლელი სანახაობა გადაიშალა, არ მჯეროდა რომ ასეთი რამ შეიძლებოდა საქართველოში ყოფილიყო, ნაგებობები, ყვავილები, ვაზები, ნაკადულები, შადრევნები. საოცარი არქიტექტურა და ეს ყველაფერი ზღვის დონიდან 1000მ სიმაღლეზე, 1578 წელს, აშენდა როდესაც თურქებმა ქალაქი დაიპყრეს და მიუერთეს ის ოსმალეთის იმპერიას, მოგვიანებით აქ აშენდა მეჩეთი. რომელიც დღეს ამ ციხეს თვალისმომჭრელს ხდის. მაგრამ 1829 წლის ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. სამაგიეროდ დღეს ის რესტავრირებულია და დაუვიწყარ სანახაობას გთავაზობთ.  ეჩეთი წარმოუდგენლად ლამაზია თავისი ოქროსფერი სახურავით. საოცარი სანახავია, ყველა კოშკში დახვეული კიბეები ადის და ყველა მხრიდან სხვადასხვა ლანდშაფტი იშლება. ყველაზე მაღალი  კოშკზიდან  ახალციხე ხელის გულივით ჩანს და მთელი სილამაზით შეგიძლიათ დატკბეთ. 




ულამაზესი რაბათის ნახვის შემდეგ გეზი შუა საუკუნეების ქართული მონასტერის საფარისაკენ ავიღეთ, რომელიც მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული,  ქვემოთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ურაველისწყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის. მათ შორის ცენტრალურია წმ. საბას ტაძარი. მის გარდა აქაა რადენიმე დიდი და პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა.  საფარის ანსამბლის დღემდე მოღწეულ ნაგებობებიდან უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. იგი X საუკუნით თარიღდება. ამ საოცარი ადგილიდან ღვთიური მადლით შთაგონებული და სულიერი სიმშვიდის აღვსილნი წამოვედით შინისაკენ.




ყველა ფოტოს ნახვა შეგიძლიათ აქ 

9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...