воскресенье, 11 февраля 2018 г.

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბორჯღალოსნებს


ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით 11 თებერვალს დიდ ეკრანზე სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში დავგეგმე და განვახორციელე აქტივობა სახელწოდებით „ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ბორჯღალოსნებს“. მოსწავლეებმა პირდაპირ ეთერის საშუალებით ნახეს ბელგიელიის ნაკრების "შავი ეშმაკების" და ბორჯღალოსნების საოცარი დაპირისპირება. მოსწავლეების ემოციებს საზღვარი არ ჰქონდათ. 

 უჩვენოდ ბორჯღალოსნები ბელგიას, სარეკორდო ანგარიშით 47:0-ით, ვერ დაამარცხებდა :)







вторник, 6 февраля 2018 г.

მორიგი შეხვედრა მანდატურთან

მანდატურის სამსახური, ჩვენს სკოლაში, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების  პოპულარიზაციას უწყობს ხელს. დღეს კლასის ხელმძღვანელის საათზე ჩვენი სტუმარი იყო სკოლის მანდატური ნესტანი ვარდოსანიძე

пятница, 2 февраля 2018 г.

მკლავჭიდი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისის N36  საჯარო სკოლებში გრძელდება მოსწავლეთა შორის, სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები და აქტივობები.
მანდატურის სამსახური, სკოლებში, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასთან ერთად სპორტული ღონისძიებების ორგანიზებასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას უზრუნველყოფსსაგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური სრულად იზიარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას, რომელიც სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ითვალისიწინებს. 
ამ მიზნით, მანდატურის სამსახურის მიერ  ჩვენ კლასში განხორციელდა პაექრობა მკლავჭიდში.





ცაზე წერა რომ შემეძლოს რას დავწერდი?

წერითი და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით, სადამრიგებლო საათზე, ხშირად  ვატარებ როგორც ზეპირ გამოკითხვას, ასევე წერით სამუშაოებს. მოსწავლემ უნდა შეძლოს: როგორც ფანტაზიის, წარმოსახვის უნარის გამოვლენა წერითი და ზეპირი მეტყველების დროს, ასევე საკუთარი აზრებისა და ემოციების თავისუფლად გამოხატვა, საგნებისა და მოვლენების წარმოჩენა სხვებისაგან განსხვავებულად, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა სხვადასხვა ფორმით (სიტყვით, ხატვით, მუსიკით, საქმიანობით).
ამჯერად  ჩემს მოსწავლეებს მივეცი საშუალება თავისი შემოქმედებითი უნარი გამოეხატათ დავალებაში ,,ცაზე წერა რომ შემეძლოს რას დავწერდი?“




 საინტერესო იყო მათი მოსაზრებებისა და სურვილების გაცნობა. გთავაზობთ ჩემი ბარტყების ნამუშევრებს: 



9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით

    9 აპრილი - ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. ეს დღე ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგე...